საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომავალი არჩევნებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
მისივე თქმით, დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.
“მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს, მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარი და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.