მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცველებმა ის რამდენიმე წუთის წინ, საკუთარი სახლიდან აიყვანეს.
დილიდან მის სახლთან მობილიზებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი. ადგილზე ასევე შეკრებილები იყვნენ სააკაშვილის თანაგუნდელები და უფლებადამცველები.
სპეცრაზმი ადვოკატებს სააკაშვილთან არ უშვებდა.
გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე იმყოფებოდა, საიდანაც მიმართა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლებდა უკრაინისთვის.
rustavi.ge