საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს სასამართლოს დარბაზიდან კიდევ ერთხელ მიმართავს. დღევანდელი პროცესი ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზეა ჩანიშნული. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე იმსჯელებენ. ადვოკატების თქმით კი პროცესზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.