მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ კიევში მაშინ ჩავა, როდესაც დემონსტრაციაზე უმარავი ხალხი გამოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა უკრაინულ ტელეკომპანია News One-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მანამდე სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, მისი 2021 წლამდე ქვეყანაში არ შეშვების განაჩენზე ისაუბრა და განმარტა, რომ პოროშენკომ ამით “სულელური შეცდომა” დაუშვა. მისი უფლებადამცველი ამ გადაწვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და მის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა. ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.
მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, უკრაინაში “დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის” სტატუსის მოპოვებას ცდილობდა, რაზეც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა.
სააკაშვილმა საიმიგრაციო სამსახურთან ბრძოლა უკრაინულ სასამართლოში განაგრძო, მაგრამ ყველა ინსტანციაში დამარცხდა.