საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი თბილისში ჩამოვიდა. ის ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოფრინდა.
ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, დღეს მოინახულებს.
მანამდე, კი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ქართველ ადვოკატებს ელოდებიან.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან თქვა, რომ მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.
[sexy_author_bio]