საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო მსჯელობა იწყება.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
ჯერჯერობით უცნობია სასამართლო განხილვას დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ.
ავტორი