გორის სამხედრო ჰოსპიტალმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეზღუდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჰოსპიტალის მთავარმა ექიმა მალხაზ ურთქმელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებით, ვიზიტორების შესვლა იზღუდება 4-დან 6 საათამდე. ეს ეხება შაბათ-კვირასაც.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა გახდა შეზღუდვების დაწესების მიზეზი, მას პასუხი არ გაუცია.