სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს.
„შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის. დღეს გაიმართა კომისიის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკულად დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველის, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება შევქმნათ პოტენციალი იმისთვის, რომ ფასებმა დაიწყოს კლება, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.






























































