გერმანელმა კომპოზიტორმა რიჰარდ შტრაუსმა დაწერა იმ დროისათვის ორიგინალური ნაწარმოები, მუსიკალური ხუმრობა ორკესტრისათვის.
ამ ხუმრობის აზრი იმაში გამოიხატებოდა, რომ ორკესტრის წევრები შესრულების დროს რიგრიგობით გადიოდნენ სცენიდან, სადაც ბოლოს მხოლოდ დირიჟორი რჩებოდა.
შტრაუსის მინერალური წყლებით განთქმულ კარლსბადში ყოფნის დროს, ადგილობრივმა ორკესტრმა კომპოზიტორის პატივსაცემად გადაწყვიტა შეესრულებინა ხსენებული ნაწარმოები.
როდესაც ორკესტრის წევრები სათითაოდ ტოვებდნენ სცენას, ერთმა მაყურებელმა, რომელიც კომპოზიტორის გვერდით იჯდა, ყურში ჩასჩურჩულა:
– ხედავთ, როგორ მოქმედებს კარლსბადის მარილები!
ავტორი