მიკოლაევის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქში დაბომბა კერძო, მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი პორტი მთელ უკრაინაში.
მერი ამბობს, რომ რუსების ხაზები ამჟამად ქალაქიდან 20-30 კილომეტრშია (12-19 მილი) . ისინი წინ და უკან მცირე მანძილით ინაცვლებენ. მისივე თქმით, უკრაინას აქვს მხოლოდ ქალაქის დაცვისთვის საკმარისი აღჭურვილობა, და არა თავდასხმისთვის.
მისი თქმით, ქალაქის კერძო პორტი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი მარცვლეულის პორტია, ცოტა ხნის წინ რუსული დაბომბვის ქვეშ მოხვდა. სატვირთო უბანი დაზიანდა, დაიწვა 4 საწყობი და განადგურდა შიგნით არსებული მარცვლეული.
მერი ამბობს, რომ მიკოლაევი ყოველდღიური დაბომბვების ქვეშაა.
ავტორი