1 ივნისიდან ახალი რეგულაცია ძალაში შევა, რომლის მიხედვითაც 150 კილომეტრზე მეტით დაშორებულ ქალაქებს შორის მინივენებით და სამარშრუტო ტაქსებით მძღოლებს მგზავრების გადაყვანა აღარ შეეძლებათ.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით “გურია ნიუსს” ოზურგეთის ავტოსადგურში უთხრეს, რომ მიკროავტობუსები ავტობუსებით ჩანაცვლდება, თუმცა ჯერ არ იციან შეიცვლება თუ არა რეისების რაოდენობა.
“მიკროავტობუსებით ოზურგეთი -თბილისი და საპირისპირო მიმართულებით დღეში 6-6 რეისი სრულდება. 1 ივნისიდან მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტს შეეძლება 150 კილომეტრზე შორ მანძილზე მგზავრების გადაყვანა. სამარშრუტო მიკროავტობუსები ჩანაცვლდება ავტობუსებით. რამდენი მარშრუტი შესრულდება, რა და როგორ იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის”,_ ამბობს ოზურგეთის ავტოსადგურის დირექტორი, შაკო ორაგველიძე.