იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფელ თერნალში მოხდა. “გურია ნიუსის”წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ერთ-ერთ პირი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved































































