საქართველოს პრემიერის განცხადებით, ცვლილებები შედის პროექტ „აწარმოე საქართველოში“.
„ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მაგრამ მე გამოვყფ ერთს. მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზე ეფექტურად მუშაობდა, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-იდან 30 მილიონ ლარამდე. ეს არის პირდაპირი დახმარება იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ გაურკვევლობის მიუხედავად მზად არიან დაიწყონ ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი საკუთარ თავზე და წარმატების შემთხვევაში უკვე დაასაქმონ სხვა ადამიანები“,_ განაცხადა გახარიამ.