ამ წუთებში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.
სირაძის თქმით, ერთი შეირაღებული პირი იმყოფება ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. მისივე თქმით, ამ დროისთვის 9 მძევალი არის შენობაში. სირაძეს არ დაუკონკრეტებია თავიდან რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.