ცნობილი კინომსახიობი მილა იოვოვიჩი ყოველთვის ჩინებულ ფორმაში იმყოფება. მსახიობი ცდილობს, დიეტა მუდმივად დაიცვას.
მის რაციონში დიდი წილი ხილს უჭირავს. ვაშლთან, მარწყვთან და ბანანთან ერთად, ხშირად იღებს მაყვალს, მოცვსა და ჟოლოს.
მსახიობის რაციონში შედის ბოსტნეულიც. კიტრისა და პომიდორის გარდა, მილა კომბოსტოს მიირთმევს, ასევე გოგრას, ისპანახსა და კაკალს. მაგალითად, ნებისმიერ პირობებში, მათ შორის მუშაობის პროცესშიც, შესაძლებელია მარტივი სალათის მომზადება ვაშლის, ისპანახის ფოთლებისა და კაკლის საშუალებით.
ბურღულეულიდან მილა უპირატესობას შვრიის ფაფას ანიჭებს.
ავტორი