საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ აკადემიის დელეგაციას შორის შემდგარი შეხვედრა The Vestnik kavkaza-ს ობიექტივში მოხვდა.
როგორც მაუწყებელი წერს, „მილანმა“ შესაძლოა ფეხბურთის აკადემია საქართველოში გახსნას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას.
როგორც ცნობილია, პროექტის განხილვა მხარეებს შორის უკვე მიმდინარეობს.