https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მიმაჩნია, რომ პოლიტიკური და პიროვნული ნიშნით დაგვითხოვეს”

10:20; 15.12.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის” თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვეს. ისინი, როგორც თავად ამბობენ, სამსახურიდან ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს.

“სანამ ბრძანებას დაწერდა, მანამ რომ გავეფრთხილებინეთ დირექტორს, კობა ბანძელაძეს, უფრო დავიჯერებდით, რომ ეს წინასწარ მოფიქრებული და ზუსტად პოლიტიკური და პიროვნული საბაბით არ მომხდარა”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას გათავისუფლებულები.

ბუნებრივია, ყველა გათავისუფლებას ხელმძღვანელი პირებისგან განმარტება უნდა მოჰყვეს, რა მიზეზით მოხდა ეს.

ჟურნალისტები, წლების მანძილზე, არაერთხელ ვართ მომსწრე იმისა, თუ როგორ უცერემონიოდ ყრიან სამსახურებიდან ხელისუფლებაში მოსული პირველი პირები მათთვის არასასურველ ადამიანებს. მანკიერი სისტემის მეტი არაფერი შეიძლება ეწოდოს იმ ქმედებას, როცა სამსახურიდან ადამიანს უშვებენ სინამდვილეში იმიტომ, რომ ან პოლიტიკურად ვერ თვლიან მათ მომხრედ ან ყოფილი მერის თუ თავმჯდომარის ცოლი, ძმა ან დაა, ან ზოგადად, ოჯახის წევრია. თუმცა, ამას ხმამაღლა არასდროს ამბობენ.

ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრიდან” გათავისუფლებული ადამიანები _ ლალა ნაკაიძე, რუსუდან მდინარაძე, მაია თანდილაშვილი და ხათუნა ჭელიძე არიან.

რაც შეეხება კულტურის და დასვენების პარკიდან დათხოვნილ თანამშრომლებს, ისინი უმეტესად სხვადასხვა სამსახურში გადაანაწილეს. პროექტების მართვის განყოფილებაში “გურია ნიუსს” უთხრეს, რომ პარკში სულ 15 ადამიანი მუშაობდა. აქედან ერთი, მებაღის პოზიციაზე მყოფი, ქალაქის მომსახურების ცენტრში გადაიყვანეს. სამი მათგანი დაცვის სამსახურშია. სულ 15 ადამიანიდან, ექვსი ადგილზე დარჩა, დანარჩენი გადანაწილდა სხვადასხვა პოზიციაზე. თუმცა, უმთავრესი საკითხი _ პარკის დასუფთავება ამ დროისთვის ღიად რჩება. პარკის სივრცეს არც დამლაგებელი ჰყავს ამ დროისთვის, არც დილის მორიგე, რეორგანიზაცია კი, დასრულებულია. ეს სამსახურებრივი დანაწევრება, რამდენად გამართლებული იქნება, მომავალი აჩვენებს. თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ პარკი იყოს უსაფრთხო!

_ მრავალი სამწუხარო მაგალითი არსებობს, რა ხდება პარკებში. აქ დადიან ბავშვები, ახალგაზრდები თუ ასაკოვნები. აუცილებლად უნდა არსებობდეს ზედამხედველის შტატი თუ რაც გინდათ, დაარქვით, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული უსაფრთხოება, _ გვითხრეს აღნიშნულ სამსახურში.

ჩვენთვის, ასევე, ცნობილია ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ, ოზურგეთში სტუმრად მყოფ კულტურის მინისტრს შეხვდნენ მშობლები და მოითხოვეს აღნიშნული სამსახურის ქალაქის ცენტრში გადმოტანა.

ცნობილია, რომ ეს სამსახური, სოფელ ოზურგეთში, ერთ-ერთ შენობაში განათავსეს წინა მერის მმართველობის დროს. მშობლები აღნიშნავდნენ, რომ ადრე ათასამდე მოსწავლე დადიოდა კულტურის ცენტრში, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ფენის შვილები. სამსახურის აქ გადამისამართების შემდეგ კი, 400-მდე მოსწავლე დარჩა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მგზავრობის საკითხი გართულდა და უჭირთ გადაადგილება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მინისტრი დაიბნა კიდეც, რადგან განაცხადა, რომ არ იცოდა ამის შესახებ და ასე მოულოდნელად, პირისპირ შეხვედრისას გაიგო.

თუ როგორ მოწესრიგდება უახლოეს მომავალში პარკის მართვის განყოფილება, ასევე, თვით შენობის საკითხი და მოსწავლეთა მშობლების პრეტენზიას განიხილავენ თუ არა, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვუამბობთ მკითხველებს. ახლა კი მივუბრუნდეთ სტატიის თემას _ წლის მიწურულს სამსახურიდან დაითხოვეს ოთხი პროფესიონალი კადრი.

_ ვერ გეტყვით, რატომ გამომიშვეს სამსახურიდან. მოსწავლეთა სკოლის დირექტორი ვიყავი 15 წლის მანძილზე. “ნაციონალები” როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაშინვე გამიშვეს. გუბერნიის აპარატში ვმუშაობდი, იქედანაც გამიშვეს. ახლა, “ქართული ოცნების” პირობებში გამათავისუფლეს. ზედმეტად არავის ვეჩრებოდი თვალში. რაც მევალებოდა, მუდამ ვაკეთებდი პირნათლად. ახლა ვიყავი ღონისძიების მოწყობის ორგანიზატორი. მე მაინც ვფიქრობ, რომ თავად დირექტორმა, კობა ბანძელაძემ გადაწყვიტა ეს ამბავი. ხომ უნდა არსებობდეს რაიმე მიზეზი, სარჩული, როცა ასე უცერემონიოდ გაგდებენ სამსახურიდან? ხალხს სიგელებით და ჯილდოებით აქვთ ყუთები სავსე. ჩემთვის, ერთი მადლობაც არავის უთქვამს არასდროს. არც მინიშნება მქონია ოდესმე, რომ მადლიერება გამოეხატათ. თუმცა, არის რაღაცეები, რაც ძალიან გაგიკვირდება ადამიანს, _ ამბობს ლალა ნაკაიძე.

მაია თანდილაშვილი, რომელიც, ასევე, მიზეზის განმარტების გარეშე გაათავისუფლეს, ამბობს, რომ გაკვირვებულია.

_ თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 37 წლის განმავლობაში ვიმუშავე კულტურის სამსახურში. ვერავინ იტყვის, რომ არაპროფესიონალი ვარ ან რაიმე დავალება ვერ შევასრულე, ან სადმე რაიმე ზედმეტად ვთქვი. ბუნებით არ ვარ პოლიტიკურად აქტიური. რა ანაზღაურებაც იყო, ასეთ ხელფასზე კვალიფიციური კადრი არც იმუშავებს და ვიღაცას გაეცინება (საშუალოდ, ამ სამსახურში 330 ლარია ხელფასი. ავტ.).

თუ ჩემი მეუღლის გამო გამათავისუფლეს, რომელიც წინ მერის მმართველობისას, მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი იყო, ესეც სასაცილოა. ახლა ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, ვინც გაათავისუფლეს, მერე სხვადასხვა სამსახურში გადაანაწილეს. ეს გადანაწილება მცირე რაოდენობაზე, ანუ ჩვენზე, ოთხად ოთხ ადამიანზე არ გავრცელდა და ულაპარაკოდ გაგვიშვეს სამსახურიდან, _ გვითხრა ქალბატონმა მაიამ, რომელიც ხელოვნებათმცოდნეა და მას ოზურგეთში იცნობენ, როგორც კვალიფიციურ კადრს და საუკეთესო ადამიანს.

გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი რუსუდან მდინარაძეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, კოტე შარაშენიძის მეუღლე.

ქალბატონი რუსუდანი, როგორც თავად გვეუბნება, 22 წლის განმავლობაში მუშაობდა კულტურის სამსახურში:

_ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, თავაუღებლად ვმუშაობდი წლების მანძილზე. ბუნებით მშვიდი ადამიანი ვარ. ზედმეტი არასდროს სიტყვაც არ მითქვამს და არ გადამიდგამს ნაბიჯი. გასაგებია, რატომაც გამათავისუფლეს, თუმცა, არა უშავს, _ გვითხრა ქალბატონმა რუსუდანმა, რომელმაც, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სამსახურში ოციოდე დღის მანძილზე ვერ მივიდა შვილის ავადმყოფობის გამო _ თბილისში მოუხდა წასვლა, თუმცა, ამის თაობაზე ხელმძღვანელები ინფორმირებული იყვნენ.

_ აქ მხატვარ-დიზაინერად ვმუშაობდი, რაც სხვადასხვა ღონისძიების გაფორმებას ეხებოდა. თეატრში იყო თუ სხვაგან, სულს და გულს ვდებდი საქმეში. ღამეები თავზე მათენდებოდა და დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებდი.

თუ ამდენი თანამშრომლიდან ვინმე მუშაობდა, ერთ-ერთი პირველი მეც ვიყავი ასე გადაწყვიტეს ახლა… მთლად კობა ბანძელაძის ინიციატივა არ მგონია ჩემი გათავისუფლება. თუმცა, ვიდრე ბრძანებას დაწერდა, შეეძლო, ეთქვა. ბრძანების დაწერის შემდეგ დამირეკა, ჯერ მომიკითხა, შემდეგ კი… უნდა გითხრა სამწუხარო ამბავი, თქვენი შტატი გაუქმდაო… რა უნდა თქვა ასეთ დროს? გასაგებია, რატომ დაავალეს მას ეს ყველაფერი, _ გვითხრა ქალბატონმა რუსუდანმა.

“22 წელი ვიმუშავე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მხატვარ-დიზაინერის პოზიციაზე და ჩემ მიერ უამრავი ღონისძიება გაფორმებულა. შემიძლია ვთქვა, რომ პირნათლად ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას, დღეს კი, აღარ ხარ საჭიროო, არა უშავს…” _ დაწერა რუსუდან მდინარაძემ სოციალურ ქსელში.

ხათუნა ჭელიძე, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაში 15 წლის მანძილზე მუშაობდა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ყოველთვის თავშეკავებული იყო პოლიტიკური საკითხების მიმართ. უკვირს, ამხელა კოლექტივში, მხოლოდ ოთხი ადამიანი რატომ გაათავისუფლეს (ხათუნა ჭელიძე შალვა ბოლქვაძის მეუღლეა. შალვა ბოლქვაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, სხვადასხვა თანამდებობაზე და მერის წინა არჩევნებზე საპირისპირო მხარედ მოიაზრებოდა; ავტ.).

_ 330 ლარი მქონდა ხელფასი. 15 წელი ვიმუშავე კულტურის განყოფილებაში. რა უნდა იფიქრო, როცა მოულოდნელად გეტყვიან, რომ შენი შტატი გაუქმდაო? მე მალე ისედაც წასვლას ვაპირებდი, შვილი უცხოეთში მყავს. თუმცა, ადამიანის უფლების დაცვა, თანამშრომელთან კეთილსინდისიერად მოქცევა ოდესმე ხომ უნდა ისწავლონ? ჩვენი გათავისუფლება ნამდვილად იყო პოლიტიკური და პირადი ნიშნით გადაწყვეტილი. დაავალეს კობა ბანძელაძეს და მან შეასრულა, _ თქვა ქალბატონმა ხათუნამ, რომელიც დიდხანს მუშაობდა კულტურის სფეროში და მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა მოულოდნელად გათავისუფლება.

“გურია ნიუსი “ესაუბრა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორს, კობა ბანძელაძეს. ის დაგვპირდა, რომ პასუხს სოციალურ ქსელში სასაუბროთი მოგვაწვდიდა.

მოგვიანებით, აღნიშნული სამსახურის პრესის განყოფილებიდან ასეთი მოკლე პასუხი გამოგვიგზავნეს:

“ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ცვლილებების პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველა თანამშრომელი მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო და თუ ვინმე თვლის, რომ მის მიმართ კანონი დაირღვა, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს”.

როგორც “გურია ნიუსთან” გათავისუფლებულებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ სასამართლო დავას:

_ რა აზრი აქვს? ნერვები უნდა დავიგლიჯოთ. სამართალს სად ვიპოვით, როცა აგერ ასე თვალის დახამხამებაში სამსახურიდან მხოლოდ ოთხ პროფესიონალს გვაგდებენ. მით უფრო, ა(ა)იპ ორგანიზაციების თანამშრომლებს არც გვთვლიან საჯარო მოხელეებად. ჩვენ მხოლოდ მიზერულ ხელფასზე მაქსიმუმის გაკეთებას გვთხოვენ… _ თქვეს მათ.

ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ წლების მანძილზე ვესწრებოდით სასამართლო პროცესებს, როცა ა(ა)იპ ორგანიზაციების თანამშრომლებს ითხოვდნენ სამსახურებიდან, განწყობის და პოლიტიკური ნიშნის მიხედვით. სამწუხაროდ, სასამართლოს არც ერთხელ დადებითად არ გადაუწყვეტია საკითხი. უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად კი, ასახელებდნენ საჯარო სამსახურის სტატუსს, რომლის მატარებლად ა(ა)იპ სამსახურები არ მიიჩნევა.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

კობა ბანძელაძელალა ნაკაიძემაია თანდილაშვილირუსუდან მდინარაძეხათუნა ჭელიძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ხრიალეთის საჯარო სკოლა დირექტორის, დავით ჯაბუა გარდაიცვალა

10:21; 24 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:05; 24 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღების თაობაზე

10:03; 24 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23 სექტემბერი, 2026

ახალი სუპერმანქანა

როგორი იქნება აშშ-ის მომავალი

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

10:36; 24.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

10:30; 24.09.2026
სამართალი

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:24; 24.09.2026
საზოგადოება

ხრიალეთის საჯარო სკოლა დირექტორის, დავით ჯაბუა გარდაიცვალა

10:21; 24.09.2026
საზოგადოება

სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:05; 24.09.2026
საზოგადოება

კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღების თაობაზე

10:03; 24.09.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა

9:57; 24.09.2026
პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო