მიმდინარე კვირა დატვირთული იქნება საკმაოდ რთული მეტეო პარამეტრებით, ერთდღიანი მონაცვლეობით სახეზე გვექნება მკვეთრი გაავდრებაც და გამოდარებაც.
სწორედ ეს დღეები გვაფიქრებინებს, რომ დასრულდა ეს ზღაპრული და თბილი პერიდი და მეორე მხრივ მოგვცემს იმედს, რომ ჯერ არა!
დავიწყოთ კონკრეტული დღეებით:
ოთხშაბათს, გამოიდარებს ყველგან, დათბება, უნალექო ამინდის მიუხედავად დასავლეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ საქართველოში ქარი არ ჩადგება.
ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან კვლავ გაავდრდება, ასევე პარასკევსაც დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან იწვიმებს, ტემპერატურა დაიკლებს და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მიმდინარე კვირაში ზღვაზე შტორმული სიტუაცია ორჯერ დაფიქსირდება, ტალღის სიმაღლე განსაკუთრებით მაღალი იქნება 17 ნოემბერს.
მაღალმთიან ზონაში ნალექი ყველგან იქნება თოვლის სახით.
გპირდებით ეს არ იქნება დასასრული მზიანი და თბილი დღეების, ისევ ბევრჯერ მოგიყვებით კარგ ამინდზე.
ბედნიერებას გისურვებთ, _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.