საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს. მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო! მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის! მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია.
ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს! მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას! “ – წერს ფეისბუქში სალომე ზურაბიშვილი.