ამერიკაში დასაქმებული ქართველი ექიმი ზურაბ გურული ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც გურულის პოსტშია აღნიშნული, ამერიკაში 1995 წელს ჩავიდა, საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და პროფესორის ხარისხი მიიღო.
“1995 წელს ჩამოვედი პირველად ამერიკაში. მერე იყო გრძელი გზა, უბრალო რეზიდენტიდან დაწყებული და დღეს უკვე სრული პროფესორობა მომილოცა მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ.
მისისიპის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა კი ის სკოლაა, სადაც 1963 წლის 11 ივნისს, ბრწყინვალე ქირურგმა ჯეიმს ჰარდიმ მსოფლიოში პირველად განახორციელა ფილტვის ტრანსპლანტაცია ადამიანებში.
ძალიან მეამაყება, რომ ამ აკადემიური სკოლის წარმომადგენელი ვარ.
დიდი მადლობა დაფასებისათვის, ამერიკა!
დიდი მადლობა მისისიპი!
P.S. არ ვაპირებდი ამ წერილის გასაჯაროებას, მაგრამ მინდა გავუადვილო საქმე ქართველ სამთავრობო და მოხალისე ტროლებს, ტელეკომპანია “იმედს” და სხვა დაინტერესებულ “კეთილისმსურველებს”, როცა ჩემი აკადემიური ხარისხის მოძიებას შეუდგებიან ინტერნეტში”, _ წერს გურული.