რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ მოსკოვის იარაღის მარაგი საკმარისია უკრაინაში ბრძოლის გასაგრძელებლად.
“ჩვენი ოპონენტები თვალს ადევნებენ, ისინი პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს, რომ ჩვენ არ გვაქვს ესა თუ ის… მე მინდა მათ იმედი გავუცრუო. ყველაფერი საკმარისი გვაქვს”, – თქვა მედვედევმა კალაშნიკოვის ქარხანაში ვიზიტის დროს იჟევსკში.