https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მინდა რას ჰქვია?!

12:06; 15.06.2019
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში რამდენიმე სპორტულ-სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ. თავდაპირველად სიტყვას ახლო წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს ვახტანგ ქორიძეს მივცემ. ბატონი ვახტანგი ჩვენი მკითხველებისთვის ორ საინტერესო „შემთხვევას“ გაიხსენებს.

“ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ემახსოვრება, საბჭოთა კავშირის თასი რომ ავიღეთ. ეს იყო შეუდარებელი დღე. დაუვიწყარი მთელი თავისი ბრწყინვალებით. ტაშკენტის მერე ქართველებს ასეთი სიხარული არ მოგვსწრებია.

რასაკვირველია, გადარეულები ვართ სიხარულით. ბედნიერები, ბედნიერები!!! პირველი შთაბეჭდილებები ოდნავ რომ დაცხრა და მაყურებელთა თვალს მოვცილდით, დაიწყო თასის „შინამონათვლა“ – ჩვენს წრეში და ძმაკაცებში თითოეულ მონაწილეს ღვინით სავსე ის თასი უნდა შეგვესვა.

თასის მოპოვება, დამეთანხმებით, არაა ადვილი, მაგრამ, უფრო ძნელი მისი დაცლა ყოფილა. ზოგმა თქვა – რა საჭიროა, რა აუცილებელიაო, მაგრამ, გუნდში გვყავდა მაგის ოსტატებიც. ერთ-ერთი პირველი კი ჩვენი ფირუზ კანთელაძე გახლდათ. ამ უბადლო ფეხბურთელმა ქეიფი და დროსტარებაც უბადლო იცოდა. აიღო ეს თასი, პირამდე გაალიცლიცა სუფთა „რქაწითელით“, ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოსო! – იყვირა და მოიყუდა.

მოკლედ, ჩამოცალა ეს თასი ფირუზმა. დედის რძესავით შეერგო და ისევ შეავსო.

– ალავერდი შენთან! – თქვა და მე არ გადმომაწოდა?! ვაი შენს ვახოს (ზუსტად ორი ლიტრი ჩადის).

აკანკალებული ხელებით ჩამოვართვი გაპიპინებული თასი. რა ვქნა ახლა?

– შენ თუ ამას დალევ, შენ თუ ამას დალევ,  მერე მე ვიცი, – გადმომხედა ღიმილით.

– შენ თუ ამას დალევ! – ჩამესმა ისევ და… მოვიყუდე.

პირველი ორი ყლუპი გამიჭირდა, მაგრამ, მერე წავიდაა… თუმცა, ერთ ლიტრს ვერ გავცდი. ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები, სასწრაფოდ შევწყვიტე პროცედურა და ამღვრეული თვალებით ავხედე ფირუზას ქვევიდან. მიხვდა, რა კატასტროფის წინაშეც ვიდექი და ამჯერადაც არ უღალატა რაინდობას: გამომართვა (უკვე მოსწყურდა კიდევაც, ალბათ) და ის ჩემი წილიც უცერემონიოდ ჩაიცალა… დიახ… ფირუზასთან ერთად არც ერთ სუფრაზე დალევის არ მეშინია – „დახმარება“ მუდამ გარანტირებული მაქვს”.

სიჭაბუკეში ბატონი ვახტანგი სიგარეტს ეტანებოდა. ამ „გატაცების“ გამო ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„1968 წელია. ბათუმის „დინამოს“ ღირსებას ვიცავ. საერთოდ,  გურული ბიჭები სტარტს ხშირად ბათუმის „დინამოში“ ვიღებდით და ფინიში თბილისის „დინამოში“ გვქონდა.

მკაცრი მწვრთნელი გვყავდა და, როგორც წესი, დალევა-მოწევას კატეგორიულად გვიშლიდა. მე ისედაც არ ვიყავი სმის მოყვარული, ოღონდ სიგარეტს ვერა და ვერ ველეოდი.

მიუტანეს ამბავი მწვრთნელს – ჩვენი კაპიტანი ეწევაო. ვერ იქნა და ფაქტზე ვერ დამიჭირა. ყოველ შეხვედრაზე მიჩხრეკდა ჯიბეებს, მაგრამ, უშედეგოდ. როგორ წარმოიდგენდა, რომ კონსპირაციული სამალავი მქონდა! გაგიმხელთ: ორ-სამ ღერ სიგარეტს ჩაის ბუჩქივით აბიბინებულ თმაში ვმალავდი.

ერთხელაც, შემხვდა გასასვლელში და გამაჩერა:

– ვახო, ხომ იცი, ხვალ რა მაგარი თამაში გვაქვს?

– დიახ, პატივცემულო, – ცოტა შორს დავდექი – ახალი მოწეული მქონდა და სუნი რომ არ ეგრძნო.

– აბა, შენ იცი, მობილიზებული იყოს მთელი გუნდი!

– დიახ, პატივცემულო, – გავიხედე გვერდზე და ისე ვპასუხობ.

ცოტა არ იყოს, შეეჭვდა, ძალიან მარიდებს თავსო და უფრო მომიახლოვდა.

– ხომ გასაგებია ყველაფერი? – ჩამეკითხა ჯიბრიანად. ახლა ხმა რომ ამოვიღო, ახლოსაა და აუცილებლად „მოწვავს“ სიგარეტის სუნს, – გავიფიქრე და თანხმობის ნიშნად, რომ ყველაფერი გასაგები იყო, ენერგიულად დავუქნიე თავი და… უცებ თმაში ჩამალული სიგარეტები მწვრთნელის ფეხებთან არ დაცვივდა?!

იმ დღიდან, კვირაში ერთხელ მაიძულებდა, თმა გამეკრიჭა…“

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი ზურაბ კახაბრიშვილია, რომელიც მართლაც და „სასაცილო შემთხვევას“ გაიხსენებს.

„უკრაინის დიდებულ ქალაქ კიევში ვართ. საბაჟოზე სპეციალურ ბლანკებს გვავსებინებენ. ბლანკის ერთ გვერდზე რუსულად, მეორეზე ინგლისურად წერია შესავსები მონაცემები: გვარი, სახელი, სქესი და ასე შემდეგ.

სქესი ინგლისურად „სექს“ – იწერება. ერთ-ერთი მოჭიდავე ამ „სექსთან“ გაიჭედა. არ იცის, რა უნდა ჩაწეროს.

– ზურა, აქ „სექს“ რომ წერია, რას ნიშნავს, რა უნდა ჩავწერო? – მეკითხება და კალამს თითებში უხერხულად ატრიალებს. მოულოდნელად, თავში ათასი „მიკრომაკვარანცხი“ ერთბაშად დამიტრიალდა.

– ეგ არ იცი ამხელა მოჭიდავე კაცმა?

– რა ვიცი… სექსიო და…

– კაცო, – შენ ხომ იცი, კიევში რა ეშხიანი გოგოები არიან, დალოცვილები…

– ვიცი, აპა შტერი კი არ ვარ! – იწყინა.

– მერე, ვერაფერს მიხვდი, შე შტერო?

– რას უნდა მივხვდე?

– რას და აქ კითხვაა – „გინდათ თუ არა სექსი უკრაინელ გოგოებთანო“, – გაიგე?

– მაგას რა გაგება უნდა, შე კაცო! – გამოუცოცხლდა თვალები. ბევრი აღარ უფიქრია და იმ გრაფაში – კითხვის გასწვრივ, არ იკითხავთ, რუსულად რა ჩაწერა? – „ოჩენ ხაჩუ!“

ჭიდაობაზე ჩამოვარდა საუბარი და ცნობილი ქართველი ფალავანის, ბატონ რომან რურუას ერთ მოგონებას გაგაცნობთ.

„ახლა იმას გიამბობთ ორიოდ სიტყვით, როგორ ვიწყებდი მარტვილელი ბიჭი მზადებას მსოფლიოს ჩემპიონობისთვის.

თბილისში რომ ჩამოვედი, ფეხბურთელობას ვაპირებდი, მაგრამ მერე და მერე ჭიდაობას უფრო დავუმეგობრდი. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. დედამ საბანი გამომატანა ჩემი ზომის, მაგრამ მე გავიზარდე, საბანი კი დაპატარავდა.  წელს ქვემოთ ვიფარებდი და რომ არ მყოფნიდა, საბანს პალტოს წავაშველებდი ხოლმე. ხო… ჩემი სოფლელი ქალი შემხვდა იმხანად ბაზარში – მარო. მომიკითხა, როგორ ხარ, წიეო. კარგად-მეთქი.

– ფეხბურთელი თუ გახდი, ფეხბურთელი, სკანი გოლუაფირო.

– არა, მარო ბიცოლა, ვჭიდაობ, მოჭიდავე ვარ-მეთქი. ტიიტუოოო, – გადაირია ქალი, – დედაშენს ჰგონია, ბურთს თამაშობ და შენ აქ მოჩხუბარი და მოჭიდავე გამოხვედი, მოგვჭერი თავი? – შეიცხადა.

რას ვიზამდი? ასე და ასეა, მარო ბიცოლა-მეთქი. ქალმა კარგა ხანს ივიშვიშა. ბოლოს დამშვიდდა და „საიდუმლოდ“ მეკითხება:

– ნენა, რა ვუთხრა დედაშენს? ფარა ვარენო?..

– რა ფარა? – ვიუცხოე მომენტალურად.

– ფულს გაძლევენ – ხელფასს, მაგ ჭიდაობაში?

– კი, აბა, რა! აბა, ისე სადაა, ხელფასს მაძლევენ მშვენივრად (სადაა ხელფასი – „კაჩიგარიაში“ მოვეწყვე მაშინ მორიგედ და ბინის ქირას ძლივს ავუდიოდი).

– ხოხ! – კაი ყოფილა მაშინ მაგ! სამარგალოში თლა უფულოდ ჭიდაობენ ჩვენები… გავახარებ აპა დედაშენს, გავახარებ! – როგორც იქნა დამემშვიდობა მარო ბიცოლა და წავიდა. წავიდა და გაჰყვა ჩემი გული. „სასიხარულო“ ამბავი ჩაუტანია დედაჩემისთვის, – შენი ბიჭი, რომანი ყველას აქცევს (ერევაო) ჭიდაობაში და ხელფასი ჰქონია კიდო აუთვლელიო.

„ჩემო ენავ, ჩემი მტერი ხარ!“ იმ დღიდან სახლიდან ფულადი დახმარება ცისკარას წყალივით შეწყდა…“

დღევანდელ „სპორტულ ისტორიებს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე დაასრულებს.

„ნოდარ ახალკაცთან კაბინეტში რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ. მისი ოთახის კარი ყოველთვის ღია იყო – რის დაცვა, რა დაცვა… შემოვიდა ვიღაც პიროვნება და ნოდარს მიმართა:

“ბატონო ნოდარ! ერთი ისეთი საფეხბურთო ილეთი დავამუშავე, თუ ნაკრებში ამიყვანთ, ყველა თამაშში 2-3 ბურთს აუცილებლად გავიტან”. მაინც, რა ისეთი ილეთი დაამუშავეო, – ჰკითხა ცხონებულმა. რაო და, როდესაც მოწინააღმდეგე დაჯარიმდება, მე ბურთს ჩავაწოდებ მეტოქის საჯარიმოში, მერე ბურთს იქ დავხვდები და თავური დარტყმით მათი კარის ბადეს შევარხევ. ამ ილეთს მე „მესხი-კალოევის დუეტი“ დავარქვიო.

ნოდარმა ჩვენ თვალი ჩაგვიკრა, მას კი ხელი მაგრად ჩამოართვა, შეაქო, მაგრამ, ბოლოს დაღონებული სახით უთხრა: ეს ძალიან კარგი ილეთი დაგიმუშავებია, მაგრამ, შენ ფეხბურთის თამაშის ერთი წესი დაგვიწყნია: ფეხბურთელს ჯარიმის დარტყმის შემდეგ ბურთით თამაში აღარ შეუძლია, ვიდრე მას სხვა მოთამაშე არ შეეხება – ბურთზე მიყოლებით ორჯერ შეხება აკრძალულია. მერე კი სერიოზული ტონით განაგრძო: ნამეტანი ჭკვიანი კაცი ჩანხარ და მოდი, ასე მოვიქცეთ: შენ სხვა, ახალი ილეთის დამუშავებაზე ივარჯიშე, მე კი „ფიფას“ ხელმძღვანელობას მაღარიჩის სახით ერთ კაი მოზრდილ ჭედილას დავუკლავ და, იქნებ, როგორმე ეს ოხერი წესი გავაუქმებინოო.

მაგარი კმაყოფილი წავიდა ის პატიოსანი კაცი ნოდარის ოთახიდან“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

„სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო“

09:33; 1 თებერვალი, 2026

„თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“

„გაქურდული“ ფირუზ კანთელაძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო