ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სკოლის დირექტორის, მაია თავართქილაძის თქმით, ამ პედაგოგს 20 დღე სკოლასთან შეხება არ ჰქონია.
“ორი კვირა მიმდინარეობდა დისტანციური სწავლება და ამ ადამიანს სკოლასთან შეხება არ ჰქონია. ასევე, მინდა გითხრათ, რომ სკოლის ორი პედაგოგი არის თვითიზოლაციაში. მათ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულთან.
მინდა ვთქვა, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს”, _ გვითხრა მაია თავართქილაძემ.