გუშინ დაკავებული მინდია გოგოჭური სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ჩატარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო “პარაგრაფში“ ოზურგეთელმა პოლიციელებმა დააკავეს მინდია გოგოჭური, რის შემდეგაც საქმე აღიძრა სისხლი სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას და ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვასაც ედავებიან სამართლადმცავები.
ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მედიასთან ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.
“მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო მედიასთან, რადგან მინდია გოგოჭურისგან ამის უფლება, არ მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებად იყენებს, ასევე ბრალს ხელი არ მოაწერა,“ – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
მინდია გოგოჭური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძეა.