“მინერვა, ბათუმელი კოლორიტი, რომელიც ხშირად შემიდარებია მარგოზე. საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ ყოველთვის უკმაყოფილო, ალბათ, მისი ცხოვებიდან გამომდინარე. მუდმივად ჩნდებოდა თითების თეატრის მიმდებარედ, სადაც ჩვენი სტუდიაა და მუდმივად მსაყვედურობდა, რომ ჩემს ადგილას ის უნდა მდგარიყო…ამბობდა, რომ ოდესმე, დიდ სცენაზე აუცილებლად ითამაშებდა დეზდემონას… ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, შესაშურიც… ყვავილებზე გიჟდებოდა. როცა მოვუყევი, რომ დიდი კოლექცია მქონდა, გადაირია, შემპირდა, რომ აუცილებლად დაათვალიერებდა…დღეს გავიგე მისი გარდაცვალება და გული დამწყდა ბათუმს, ქალაქს ამშვენებდა… აი, რატომაც მიყვარს ეს ქალაქი, მთელი ბათუმი, მინერვას ჭირისუფალია… აქ, ქალაქის და ქალაქელობის ფასი იციან. მჯერა, რომ იქ თეატრი არის და იქ მაინც ითამაშებს დეზდემონას, აქ დაუფასებელი მინერვა”,_ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved