კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კონტროლს მანამ არ დაექვემდებარება, სანამ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება, _ ამის შესახებ ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის ახალ კვლევაში.
მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის ანგარიშის თანახმად, იმის გამო, რომ ინფექციას შეუძლია გავრცელდეს ადამიანებისგან, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, ვირუსის გაკონტროლება უფრო რთულია, ვიდრე გრიპის, ხოლო სიმპტომების გამოვლენამდე, შესაძლოა, ადამიანები ყველაზე გადამდებები იყვნენ.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ტალღებით გაგრძელდება და 2022 წლამდე გასტანს.
„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რისკების შესახებ კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს იმ კონცეფციას, რომ ეს პანდემია მალე არ დასრულებულა და რომ ადამიანები მზად უნდა იყვნენ დაავადების შესაძლო პერიოდული აღმავლობისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.