ურეკში გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირის საფინალო შეხვედრა.
ტურნირი გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას ეძღვნებოდა.
ფინალში ერთმანეთს ღრმაღელისა და წყალწმინდის გუნდები, ,,ჭონჭყო“ და ,,განათლება“ შეხვდნენ. საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით, 4:2, გამარჯვება ,,ჭონჭყომ” მოიპოვა.
ტურნირის ორგანიზატორებმა ორივე გუნდს სამახსოვრო სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს.
ფინალურ მატჩს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელიც ესწრებოდნენ.