ეკონომიკის მინისტრის შვებულება გრძელდება.
გიორგი ქობულია ხანგრძლივი შვებულებიდან 10 სექტემბერს დაბრუნდება, აღნიშნული ინფორმაცია ,,გურია ნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.
,,მინისტრი იქნება ორშაბათიდან სამსახურში და გააგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას“, _გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.
ქობულია თანამდებობაზე 12 ივლისს დაინიშნა და ამ დროს განმავლობაში ის შვებულებაში სამჯერ გავიდა.
თავად ქობულია ადასტურებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ნახევარი დრო შვებულებაში აქვს გატარებული. როგორც ქობულია აცხადებს, ხშირი შვებულების მიზეზი წინა სამსახურსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება.