განათლების კანონპროექტის პარლამენტში ჩავარდნაზე, განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ პირველი კომენტარი “გურია ნიუსთან” გააკეთა.
_ჩემი ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემა იყო და როგორც პროცედურული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, განიხილება კანონპროექტის მესამე მოსმენაზე გატანა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ამბულაძემ.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კანონპროექტი კენჭისყრაზე ხელახლა დადგება:
_ ქალბატონო ირინა, თქვენც ფიქრობთ, რომ დეპუტატებს ღილაკები აერიათ?
_ არ ვიცი ზუსტად, არ მომისმენია, რა მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო და ჩემი ინფორმაციით, კანონპროექტი განმეორებით მესამე მოსმენაზე დგება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა.
დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმებულიყო.
უმრავლესობის დეპუტატების თქმით,კანონპროექტის ჩავარდნა “ტექნიკურმა ხარვეზმა” გამოიწვია.