„მინისტრის საათის” ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმენს პარლამენტი 20 აპრილს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება პლენარული სხდომების დღეებს, არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება პლენარული სხდომები. ამ განრიგით ვიმუშავებთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.