კორონავირუსს კიდევ ერთი ოზურგეთელი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალბატონის რძალი ავრცელებს.
“მე შენი სახით მარტო დედამთილი არ დამიკარგავს, ჩემი მეგობარი იყავი… ენა დამიდუმე, უცებ შემაყვარე თავი და უცებ დამტოვე… მუდამ მემახსოვრები, ჩემს გულში იქნები… მადლობა, რომ სულ ჩემზე ზრუნავდი, ჩემს გახარებაზე ფიქრობდი….
მიყვარხარ, ჩემო ნინუცი”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილის რძალი, სალომე ნინუა.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ცხოვრობდა და მას კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებაც ჰქონდა.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.