“ჩემო მრავალჭირვარამგამოვლილო საქართველო, გილოცავ 100 000 წმიდა ქართველი მოწამის დღეს. გავიმეორებ ჩვენი სულიერი მამის სიტყვას _ ,,მიყვარხარ საქართველო”.
გვიყვარხარ თქვენო უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო”, _ წერს მონასტრის იღუმენია, დედა მარიამი ერკეთის მთავარანგელოზების სახელობის დედათა მონასტრის ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სამჯერ გაიმეორა “მიყვარხარ საქართველო”.