შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, ბრალდებას აღიარებს.
“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების – მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
“სისხლის სამართლის კოდექსის” 376-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.