ამ წუთებში მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამა სუბელიანს დამნაშავეთა მფარველობაში სდებს ბრალს.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.