“ამქვეყნად ბევრი რამის მეშინია …
მეშინია ავი ძაღლების; ფანჯარაში შემოფრენილი ღამურის, მამალი მგლის…
მეშინია, რომ შეიძლება არავინ შემიყვარდეს და მარტო დავრჩე;
მეშინია ისე არ გამიჭირდეს, რომ საყვარელ ადამიანს წამალი ვერ მივაწოდო, სიღარიბის მეშინია.
მეშინია უბრალო თავის ტკივილის…
მეშინია ღირსეული ადამიანების ნდობას არ ვუღალატო კეთილდღეობის სანაცვლოდ; ამპარტავნების ცოდვამ გონება არ დამიბინდოს..
მეშინია საქართველოს დაცლის.
მეშინია, ევროპა ისე არ დაძაბუნდეს, რომ მის ნაცვლად დედამიწის ბედი ჩინეთისა და ინდოეთის დიქტატორებმა გადაწყვიტონ.
მოკლედ, ამქვეყნად ბევრი რამის მეშინია, მაგრამ მაღალი რანგის საპარლამენტო თანამდებობის პირის სატელეფონო ზარისა და ნერვიულ-ისტერიული ხმაურის ნაღდად არ მეშინია.
ღმერთი! ხატი! რჯული!
მითუმეტეს შეხვედრა დავთქვით, უნდა მოსულიყო და მერე მგონი, “ზაოდში შევარდნილარიენ”…
მისამართი შეგეშალათ და სხვებთან იგივე არ გაბედოთ! საკუთარ თავს ეცით პატივი.” _ წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე.