https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიშა მესხის მოგებული 11 ბოცა „ადესა“

7:03; 4.03.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

იყო დრო როდესაც ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გახლდათ (საქართველოში). დღეს მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი რამაზ ურუშაძე იქნება.

„1963 წელია, სსრკ ნაკრებში არ გამომიძახეს?! – იტალიას ვხვდებით მოსკოვის „ლუჟნიკის“ შესანიშნავ სტადიონზე.

თამაშის წინა საღამოს, ჩვენი და ნაკრების წევრები მიშა მესხი და სლავა მეტრეველი მეუბნებიან:

– რამაზ, ხვალ შენ დაიცავ სსრკ ნაკრების კარს!

– უყურეთ ახლა ამათ, – ვფიქრობ გულში. – კაცო, მაცალეთ ამ ტკბილი სიზმრიდან გამოსვლა.

– ხვალ შენ დაიცავ კარს! – ისევ გამიმეორეს ეს ოთხი… სანუკვარი და ჯადოსნური სიტყვა.

მოდი და დაიჯერე! მოდი და სიზმარი ნუ გეგონება! – მე, ლანჩხუთელმა ჭაბუკმა უნდა დავიცვა სსრკ ნაკრების კარი. სსრკ-ის ღირსება, თანაც როდის? როდესაც ნაკრების ძირითადი მეკარე ლეგენდა, მსოფლიოს მეკარეების ეტალონი, ლევ იაშინია.

– თქვენ რა იცით? -თითქოს გამოვედი სიზმრიდან. – არა, არა და არა! არ მჯერა.

– მაშინ ასე, – ამბობს მიშა მესხი, – თუ ხვალ შენ ითამაშებ, ერთ ბოცა „ადესას“ იკისრებ სამშობლოში. თუ არა, ჩვენ შამპანურში „გაბანავებთ“.

თამაშის დღეს, 12 საათზე ბესკოვმა კარში მართლაც მე დამაფიქსირა. კარგი ყოფილა, როცა სიზმარ-ცხადში ხარ. ის თამაში 2:0 მოვიგეთ. თუ გავითვალისწინებთ, რა მრისხანე მეტოქესთან მოვიგეთ და თან „მშრალად“, ლოგიკური დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ, რომ „ცუდად“ არ მითამაშია, როგორც დებიუტანტს. ყოველივე ამას ამაგრებს გასახდელში დიდი ლევ იაშინის სიტყვები ხელის ჩამორთმევის შემდეგ: „მალადეც რამაზ, მალადეც რამაზ პავლოვიჩ!“

ეს სიტყვები მთელ ჩემს კარიერას გადასწონიდა.

რჩებოდა პირობა… „ადესა“, რომელიც გურიაში „იშოვება“, ოღონდ ერთი ბოცა კი არა… 11 ბოცა ჩამოვუტანე მიშა მესხს (ის ხომ 11 ნომერი იყო)“.

ნება მომეცით დიდი მიშა მესხი კიდევ ერთხელ გავიხსენო და სიტყვა მსახიობ გივი სიხარულიძეს გადავცე.

„მაშინ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო გადარეული იყო მიშა მესხის თამაშით. მეც მისი გულანთებული ფანი გახლდით, ოღონდ „შორიდან“.

თბილისელ კოლორიტთან, მაგარ დამრტყმელ, შესანიშნავ  პიროვნებასთან ამირან დუმბაძესთან ვმეგობრობდი და მის გვერდით თავი მძლეთაძლედ მიმაჩნდა.

სწორედ ამირანმა გამაცნო პირველად მიშა. ფეხბურთის „მეფე“ საკმაოდ ნასვამი აღმოჩნდა. რა დასამალია და სიმთვრალეში „ზომიერი“ ახირება იცოდა.

იმ ასაკში ვარ, კარგად ჩაცმას და კუნთების დემონსტრირებას რომ ახდენენ ბიჭები. ტანზე ლამაზად მომდგარ კოსტუმის ჯიბეში აკურატულად  დაუუთებელ-დაკეცილი ცხვირსახოცი მიდევს და სწორედ ამ აქსესუარს დაადგა თვალი სათაყვანო ფეხბურთელმა.

– ეს რა „ბაბოჩკაა“ , – მანიშნებს ცხვირსახოცზე. უხერხულად შევიშმუშნე… იღბლად ვიღაც ნაცნობმა დამიძახა და დროებით დავშორდი ამირანს და მესხს.

სულ რაღაც ხუთ წუთში მოვბრუნდი. ამირანს უკვე მოუსწრია ჩემი დახასიათება და მიშა შედარებით რბილ ხასიათზე დამხვდა:

– მეგობარო, ხომ არაფერი გეწყინა ჩემგან? – მეკითხება მეგობრულად.

– მეწყინაო?… რას ჰქვია, მე თქვენგან რაიმე მეწყინოს, ბატონო მიხეეილ… თქვენ ხომ ნებისმიერი ადამიანისთვის საამაყო და საფიცარი ბრძანდებით.

გაცნობის „მეორე ტაიმი“ რესტორანში გაგრძელდა“.

ბატონი გივის შემდეგ მიხეილ მესხს მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია გაიხსენებს:

„სწორუპოვარი ბომბარდირი და მაყურებლის „კერპი“ მიშა მესხი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ.

ერთ დღეს მე და ბორია სიჭინავამ შინ მივაკითხეთ. მიშას სახლი მშენებლობის სტადიაშია, მაგრამ ეზოში აუზი უკვე მოუსწრიათ, ოღონდ წყალი ჯერ არ ჩაუსხამთ.

მესხს სუფრა და დროსტარება ფეხბურთზე არანაკლებ უყვარდა. გაიშალა სუფრა ეზოში. დაიწყო ტრადიციული სადღეგრძელოები ტრადიციული  „ჭინჭილით“.

ბუნებრივია, ერთი სფეროს წარმომადგენლები სუფრაზე პროფესიულ თემაზე საუბრობენ. ბორია და მიშა მაგრად გაერთნენ. იხსენებენ განვლილი მატჩების ეპიზოდებს, როგორ გაექცა ბორიას „იქაური“ მოწინააღმდეგე… როგორ მოატყუა მესხმა თავისი თავბრუდამხვევი ფინტებით „დამჭერი“ დოყლაპია. არც ერთი ჩემს საქმიანობას არ შეხებია.

– აუზი? – ვთქვი მოულოდნელად.

– რა აუზი? – გაიკვირვა მიშამ.

– რა და შენ ხომ მაგარი ხარ? – შევუბრუნე კითხვა.

– რა უნდა ამ კაცს? – ბორისს გადახედა მესხმა. ბორიამ მხრები აიჩეჩა. სუფრას სხვა სპორტსმენებიც უსხდნენ და ვერაფერს მიხვდნენ.

– ხომ მაგარი ხარ, ძმაო, მოედანზე? – არ ვიხევ უკან – მოდი, ერთი-ერთზე ვითამაშოთ, ოღონდ… აუზში. ნაძლევი 50 მანეთზე იყოს. ვინც მოიგებს, ბიჭიც ისაა.

მიზანდასახული და ჯიუტი მიშა „ანკესზე“ წამოეგო და გამოწვევა მიიღო. გავიხადეთ შარვლები და პატარა საცურაო აუზში ვეკვეთეთ ერთმანეთს.

ტანთ მაღალი ვარ და დაცვაში ვაჯობე. ვერაფრით ბურთი ვერ გამიტანა. მხოლოდ მე მოვახერხე მესხის „კარში“ ერთი ბურთის „შეგზავნა“ და მოწმე მსაჯმა უყოყმანოდ დააფიქსირა ჩემი მოგება.

„რაც შენ მოედანზე თქვა – ჩემი აუზიც არ დაგავიწყდეს-მეთქი!“ – შევძახე და ქეიფიც გახურდა. ეგრეც ნუ მიყურებთ, მიშა მესხისთვის „აუზში“ მომიგია, მააშ!“

შემდეგი საფეხბურთო მოგონება ბატონ დემიკო ლოლაძეს ეკუთვნის.

„ერევნის „არარატში“ თამაშობდა სოხუმში დაბადებული და გაზრდილი თავდამსხმელი სარქის ოვივიანი.

ბუნებრივია, საქართველოში გაზრდილმა ჭაბუკმა ქართული შესანიშნავად, რომ იტყვიან, „წყალივით“ იცოდა და ეშმაკი თავდამსხმელი ამას ჩვენების წინააღმდეგ მოხერხებულად იყენებდა-ხოლმე.

მაგალითად, მცველებს დაუყვირებდა ხოლმე:

– გაატარეთ! გაატარეთ, ბურთიო… და ხელსაყრელ პოზიციაზე გარბოდა.

ერთხელ… ორჯერ გაუვიდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენებმაც კარგად აითვისეს მისი ეს ეშმაკური „ილეთი“ და ადვილად აღარ ტყუვდებოდნენ.

ერთი ბედნიერი წელია. ჩვენი „დინამო“ ერევანში ხვდება ადგილობრივ „არარატს“, მასპინძლები თავგამოდებით, ძლიერად უტევენ ჩვენს კარს.

ბურთი მეკარის მოედნისკენ გადააწოდეს და მაშინვე სარქის ოვივიანი იქით გავარდა.

ჩვენმა ლეგენდარულმა მეკარე კოტრიკაძემ, ერთ-ერთი შეტევის დროს იგრძნო, რომ ბურთთან ვერ მიასწრებდა ოვივიანს და თუ მოწინააღმდეგე დარტყმას მოასწრებდა, გოლი გარდაუვალი იყო. არც აცია, არც აცხელა:

– სარქის თოღ, – დაუყვირა

ოვივიანი, რა თქმა უნდა, ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა მის უკან და ინსტინქტურად. ეგონა მისი თანაგუნდელი იყო უკეთეს პოზიციაში და მართლაც გაატარა ბურთი.

დანარჩენი სერგო კოტრიკაძის  ტექნიკის საქმე იყო და ბურთი მის ხელებში აღმოჩნდა. რა სიტყვებით შეამკობდა ოვივიანი ჩვენს საყვარელ მეკარეს, – ადვილი გამოსაცნობია. თუმცა ვალში არც კოტრიკაძე დარჩენილა.“

დღევანდელი საფეხბურთო მოგონებების ბოლო სტუმარი მსახიობი სოსო ლაღიძე იქნება.

„დღე და თარიღი ზუსტად არ მახსოვს. ის დროა, როცა „დინამო“ დიდების ზენიტში იყო და სტადიონზე შესასვლელი ბილეთები სანთლით საძებნელი. დილიდან სტადიონის კარები ღია იყო. საზეიმო განწყობა მთელ ქალაქში იგრძნობოდა, სტადიონზე ორკესტრი გუგუნებდა. ჩვენ, მაშინდელი თინეიჯერები „დაუბრკოლებლად“ შევდიოდით ტერიტორიაზე და წინასწარშეგულებულ „კონსპირაციულ“ ორმოებში ვიმალებოდით.

3 საათიდან სტადიონის ჭიშკარი იკეტებოდა და უბილეთოდ ტერიტორიაზე ძეხორციელი ვერ შეაღწევდა.

ჩვენ კი ვიმალებოდით, მაგრამ არც ცხენოსანი მილიცია იყო გულხელდაკრეფილი. გულმოდგინედ ჩხრეკდნენ ტერიტორიის ყოველ კუთხე-კუნჭულს.

იმ დღეს თბილისში ინდოელი ფეხბურთელები იყვნენ ჩამოსული ჩვენებთან სათამაშოდ. საოცარი სანახაობა იყო, რადგანაც ინდოელები… ფეხშიშვლები თამაშობდნენ. მატჩის დაწყებას რომ 10-15 წუთი აკლდა, ცხენოსანმა მილიციამ „აღმოგვაჩინა“, ერთ-ერთ სამალავში. დაგვავლეს ხელი და შეგვრეკეს პატიმრებისთვის განკუთვნილ „ჩორნი ვორონაში“. შეგვრეკეს და მანქანაც დაიძრა გაურკვეველი მიმართულებით.

– ნამდვილად გაგვასამართლებენ! – გადამიჩურჩულა ჩემთან ერთად „დაპატიმრებულმა“ მეგობარმა.

– აბა… აბა, – დაემოწმა მეორეც, – სახლში მაინც იცოდნენ.

ამ კაეშანში ვართ და მანქანაც გაჩერდა.

– გადმოლაგდით! – გვეუბნება ფორმიანი მილიციელი – ბადრაგი.

ჩამოვლაგდით თუ არა, მანქანა დაიძრა და… ჩვენ დავრჩით.

მივიხედ-მოვიხედეთ და სიხარულის ყიჟინა აღმოგვხდა:

– ვაა, ეს ხომ თბილისის ზღვაა!

გამოვენთეთ და რა გამოვენთეთ უკან, თავდაღმართში მოკლე გზებით და ბილიკებით. მეორე ტაიმს მოვუსწარით სტადიონზე. „აბლავა“ მოხსნილი იყო და არხეინად წამოვსკუპდით ხუთივენი თამაშის საყურებლად“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

„სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო“

09:33; 1 თებერვალი, 2026

ნიკა გვარამია: "წულუკიანის გარეგნობაზე ქილიკი არის წულუკიანობა"

კონსტანტინე გამსახურდიას ვარიები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო