“მეშვიდე სართულიდან ტიპი ეზოში მყოფ ცოლისძმას ეძახდა: მიშაა! მიშა! მეორე კორპუსიდან ქალმა გამოსძახა: „ვერ ეღირსებით! ბი-ძი-ნა! ბი-ძი-ნა!” _ წერს გურული ქალბატონი, სალომე მგელაძე სოციალურ ქსელში.
სალომე ოზურგეთელია და „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ეს ცინცხალი, ნამდვილი ამბავი თავად მოისმინა, გვერდი-გვერდ მდებარე კორპუსებში მცხოვრებ გურული სამეზობლოს გარემოცვაში.