„ეტყობა ციხეში დაბრუნებას უპირებენ. იმიტომ, რომ ის პოლონელი ექიმები არ ჩამოჰყავთ, რაღაც აქვთ დასამალი და ისინი რომ ჩამოვლენ, ყველაფერი ნათელი გახდება.
გარდა ამისა, მობეზრდათ, იქ ვერაფერს უკეთებენ, უარესდება მისი მდგომარეობა. კლინიკას ვინ ჰკითხავს, კლინიკა საერთოდ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ გგონიათ?
დიახ, “ქართულ ოცნებაში” მიიღეს ეს გადაწყვეტილება და პირადად ივანიშვილმა”, _ ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია.