ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მარიკუნა მიქატაძის ბოლო თხოვნას გვიზიარებს.
„მისი ბოლო თხოვნა ეს იყო და იქნებ ახლა მაინც შეუსრულოთ“ – წერს ნანუკა და აზარებს ე.წ „სქრინს“, სადაც მარიკუნა წერდა:
„სანამ ჩემს განსჯას დაიწყებ, ჩაიცვი ჩემი ფეხსაცმელი და გაიარე ის ცხოვრება, როგორც მე ვცხოვრობ. თუ ჩემსავით შორს წახვალ, შეიძლება ნახო, თუ როგორი ძლიერი ვარ“ – წერდა მარიკუნა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე, გუშინ საბერძნეთში, ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.