მომავალ წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისას, აუცილებლად დადგება, მიტოვებული კარ-მიდამოებისა და შენობების პრობლემა, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას მობილური ჯგუფი და შესაბამისი თანხებიც გამოინახოს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტმა ტელეკომპანია “რიონის” ეთერში განაცხადა.
ბადრი ბახტაძე ამბობს, რომ გამგეობისგან ინიციატივაზე თანხმობას ელოდება. სპეციალისტი მოსახლეობისთვის აქვე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საცხოვრებელ სახლებსა და ცხოველის სადგომებში შეწამვლა აკრძალულია.
ტელეკომპანია “რიონის” ეთერში დისკუსია მედიაკამპანიის “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი” პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. დისკუსია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე გადაცემა არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.