ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილი აზიარა.
მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დღეს “ისტორიული დღეა”.
“მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ეს არის პატარა ნამცეცი, რომელიც არის გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით. მან ეს მიიღო.
ეს ისტორიული დღეა – მასზე ხშირად ამბობენ: მოინანოის, შეინანოს. სინანული, ქრისტიანული ქმედებით, არის მოქმედება. ეს არ არის ნიანგის ცრემლები და მოჩვენებითი აღიარება, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას.
ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია”. – თქვა მან.