დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწაბოგირში ადგლობრივმა ხელისუფებამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი სამუშაოების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მელაურის თემში, სოფიო კიკაჩეიშვილი ,,გურია ნიუსთან” იმ პროექტზე საუბრობს, რომლის განხორციელება მიწაბოგირის მოსახლეობამ შარშან დაიწყო და წელს უნდათ, დაასრულონ.
,,2019 წელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით ეკლესიისთვის ნაკურთხი ტერიტორიის შემორაგვა დავიწყეთ. წელს 16000 ლარია გამოყოფილი, რითაც მოაახლეობა სამუშაოების ბოლომდე მიყვანას ითხოვს“,_ ამბობს კიკაჩეიშვილი.
მიწაბოგირელებმა დღეს, მათთან შეხვედრაზე მისულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს იმ პრობლემების შესახებაც უამბეს, რაც ადგილობრივებს გააჩნიათ.
მოსახლეობის თქმით, საგანგაშო მდგომარეობაშია მიწაბოგირიდან ეწრის მიმართულებით დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ავარიულია მეორე მიწაბოგირიდან პირველი მიწაბოგირისკენ მიმავალი გზა. მანამდე კი ხიდ-ბოგირების მოწესრიგებაა საჭირო. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ვალერიანე ფოცხვერიას თქმით, გზებისა და ხიდ-ბოგირების სამუშაოების დასაფინანსებელ თანხას რეგიონული განვითარების ფონდიდან ელოდებიან.