დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომაზე განმარტეს საკრებულოს წინა სხდომაზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებული საკითხის: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების და მისი განაკვეთის შესახებ“ _ მცდარად გაგების შესახებ.
დეპუტატმა გელა ჩავლეშვილმა განაცხადა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ნორმატიული აქტების შესახებ, საქართველოს კანონით განისაზღვრება. კანონის თანახმად, საკრებულომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ნორმატიული აქტების კანონებთან შესაბამისობა. სწორედ ეს პროცესი დაიწყო საკრებულომ. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებულ სამართლებრივი აქტის პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთათვის არ იზრდება მოქმედი გადასახადის არც სახეობა და არც რაოდენობა. ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, ორი მოქმედი დადგენილების ნაცვლად, ვიღებთ ერთ ნორმატიულ აქტს.
უნდა ითქვას ისიც, რომ საკრებულოს მიერ წარმოდგენილ საკითხის დასათაურება და შემდეგ განმარტებები, არ იყო გასაგებად დაკონკრეტებული მოსახლეობისთვის. გაუგებრობა ამიტომაც წარმოიშვა.
მარტივად რომ ვთქვათ, მიწის გადასახადი არ იზრდება იმ პირთათვის, ვისაც პრივატიზაციით მიწა გადაცემული აქვს საკუთრებაში. 5 ჰა-მდე ფართობის მფლობელები გათავისუფლებული არიან გადასახადისგან, ხოლო ვინც 2008 წლის შემდეგ შეიძინა ან შეიძენს მიწას, ის გადასახადს გადაიხდის არსებული წესის მიხედვით.