ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა.
“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით”,_ ამბობენ თბილისის მერიაში.