“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 63-ე კმ-ზე (სოფ. ციცხვარი) მიწის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც საავტომობილო დეპარტამენტი აცხადებს, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.































































