3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ინგუშეთში დაფიქსირდა. მისიწქვეშა ბიძგების სიღრმე კი 16 კილომეტრი იყო.
მიწისძვრა თბილისის დროით 16:33 საათზე მოხდა.