მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, დაღუპულია 2012 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2059. ხელისუფლება მოქალაქეებს სისხლის დონაციისკენ მოუწოდებს.
ძლიერმა მიწისძვრამ რომელიც პარასკევს მოხდა დააზიანა შენობები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა პორტუგალიასა და ალჟირშიც.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის წინასწარი სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, როდესაც ის 23:11 საათზე დაფიქსირდა. მიქისქვეშა ბიძგები რამდენიმე წამს გაგრძელდა. 19 წუთის შემდეგ კი 4,9 მაგნიტუდის ბიძგები მოხდა.