იტალიაში, კუნძულ ისკიაზე მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.
როგორც ცნობილია, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ საავადმოყოფო და ეკლესია დააზიანა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 თვის ბავშვი ამოიყვანეს და მისი ძმების გამოყვანას ცდილობენ.