თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 18 დაშავდა,-აღნიშნულ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად მძიმედ დაზიანდა რამდენიმე სახლი, სკოლა, ცხოველთა თავშესაფარი, პოლიციის განყოფილება, ზოგიც დანგრეულია.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში 1 300 კარავი მიიტანეს.
ვიცე პრეზიდენტ ოქტაის განცხადებით,მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებას სამი დღე დაჭირდება.
5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ბიძგები ბინგოლის გარდა იგრძნობოდა სხვა პროვინციებშიც.