თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰაკან იასინოღლუ 278 საათის განმავლობაში იყო ჩარჩენილი ჰატაის პროვინციაში მიწასთან გასწორებული შენობის ქვეშ, როდესაც სამაშველო სამსახურმა ის იპოვა.
ანტაკიაში ასევე გადაარჩინეს მოზარდი ოსმან ჰალებიე.
ანტაკიაში ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდე ერთი ადამიანი 34 წლის მუსტაფა ავჩია. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის დროს მისმა მეუღლემ, ბილგე ავჩიმ, მოახერხა შვილთან ერთად გაქცევა, თავად ავჩი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.